თიხის კლინკერის ქვაფენილი ტრადიციულად გამოიყენება ლანდშაფტის დიზაინს, ბილიკების, ტერასების, მოედნების, ქუჩების და ტროტუარების მოსაწყობად. არის მუდმივი პროდუქტი, მოცურება მედეგი, ყინვაგამძლე და ეკოლოგიურად სუფთა. მრავალი ათწლეულის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ ამოატრიალოთ და მეორე მრიდან გააგრძელოთ გამოყენება.
იგი წარმოებულია გერმანული კომპანია ABC-Klinker-ის მიერ. კლინკერის ფილების უნიკალური მედეგობა და გამძლეობა მიღწეულია ვაკუმური დაპრესვის მეთოდით და 1200 გრადუსზე გამოწვის ტემპერატურით, რის შედეგადაც მისი სიმყარის კოეფიციენტი ხდება M1600-M1800, რაც 4-5 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ბეტონის თუ სხვა მოსაპირკეთებელი ფილების მედეგობა.